Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს _ 2025-2026 სასწავლო წელი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწიოლეობას.

სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი; ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი.

 

სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

 

სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი

 

მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 5

სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა

 

სტაჟირების ფუნქციები: ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კრებულისათვის სამეცნიერო სტატიის მომზადება; კვლევითი დახმარება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით

 

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
  • სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე

 

რეგისტრაცია შესაძლებელია 15 დეკემბრის ჩათვლით


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა

 

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge